დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

"მთავრობა არათუ მსჯელობს, არამედ მოქმედებს" - ირაკლი ქარსელაძე 28.11.2022 17:24

მთავრობა არათუ მსჯელობს არამედ მოქმედებს - როცა კვალიფიკაციის ზრდაზე ვსაუბრობთ, როცა ბიზნესის საჭიროებებსა და მათ დაკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები გადადგმულია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამუშაო ძალის დეფიციტსა და მათ პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორი უშუალოდ ორგანიზაციულადაც კი ჩართულია პროფესიულ განვითარებაში და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლაა.

 

„რეგიონულ ჭრილში ინდუსტრიების მიმართულებით ხდება რეალურად იმ პროფესიების დამატება ან არსებული სასწავლო პროგრამების იმგვარად განხორციელება, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში ადეკვატური შესაბამისი პროპორციული კვალიფიკაციები დაგროვდეს და ის დიდი საჭიროებები, რომლებიც არის როგორც კვალიფიციურ სამუშაოზე, პროფესიულ სამუშაოზე, იქნას სწორედ ამ გზით უზრუნველყოფილი. პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება სოციალურ პროგრამას, ეს არის ის პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ვიდრე ეს ადამიანები დაეუფლებიან სხვა კვალიფიციურ სამუშაოს, მანამდე შეძლონ თავისი თავის რეალიზება.

 

ვსაუბრობთ 30 ათას ადამიანზე, რომელსაც მანამდე არაფერი სხვა შესაძლებლობა არ გააჩნდათ. დღეს მათ უკვე გაუჩნდათ გარკვეული შემოსავალი. ეს არის ის პროგრამა, რომელიც შესაძლებლობების საფუძველს ქმნის და წახალისებას აკეთებს და პარალელურად მათ კვალიფიკაციის მიღება თამამად და ძალიან კარგად შეუძლიათ. მოთხოვნა ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც ძალიან დიდია, კონკრეტული სასწავლებლებიც სთავაზობენ შესაბამის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც საავტომობილო გზების მშენებლობაში, სამოქალაქო მშენებლობაში აღნიშნული ადამიანებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ დაწინაურება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სხვადასხვა სექტორი და ზოგადად ბიზნესი სამუშაო ძალის დეფიციტს უჩივის. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

 

მისი თქმით, მთავრობა მზადაა ბიზნესთან უფრო აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს ამ საკითხის ირგვლივ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ