დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

"ფერი ფერსა მადლი ღმერთსა" - მამუკა მდინარაძე 28.11.2022 22:03

ახალი „ფორვარდი“ გამოაჩინეს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, მუმლაძე, ხაბეიშვილი და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი არის პარტიის სახე, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“.

 

„ახალი ფორვარდი გამოაჩინეს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვისზე ვლაპარაკობთ: ნიკა მელია, მუმლაძე, ხაბეიშვილი და ახლა უკვე ჭიაბერაშვილი. როგორი აზრზე მოსულები და პროფესიონალები არიან უკვე ჩანს. ეს ოთხი კანდიდატი არის მათი სახე და ფერი ფერსა მადლი ღმერთსა. რაც არის ეს ოთხი კანდიდატი, ის არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსით ბუნებით, წარსულით და მომავლით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ