დღე: 24

ღამე: 13

USD 2.7328

EUR 3.12

19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა 18.12.2022 22:30

19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა სავსე. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა.

წმინდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge