ძვ. წ. 45 : იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
1863 წლის 1 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის (Abraham Lincoln) მიერ მონების განთავისუფლების შესახებ მანიფესტი (Emancipation Proclamation) გამოიცა. (იხილეთ ვიდეო)
1887 წლის 1 იანვარს შერლოკ ჰოლმსზე (Sherlock Holmes) პირველი წიგნი “A Study in Scarlet” დაიბეჭდა.
1895 წლის 1 იანვარს დაიბადა ედგარ ჰუვერი (John Edgar Hoover 1895-1972 ) - ამერიკელი კრიმინალისტი, ადვოკატი, პოლიტიკური მოღვაწე, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დამფუძნებელი.
1905 წლის 1 იანვარს არგენტინული საფეხბურთო კლუბი „Independiente“ ჩამოყალიბდა (ოფიციალური ვებ-გვერდი). ლიბერტადორესის თასის ფლობის რაოდენობით (Copa Libertadores) რეკორდსმენი კლუბი.
1925 წლის 1 იანვარს ნორვეგიის დედაქალაქ ქრისტიანიას დაერქვა ოსლო (Oslo).
1938 წლის 1 იანვარს დაიბადა ფრენკ ლანჯელა (Frank Langella) - ამერიკელი მსახიობი.
1939 წლის 1 იანვარს დაიბადა მიშელ მერსიე (Michèle Mercier) (ნამდვილი სახელი-Jocelyne Yvonne Renée Mercier) - ფრანგი მსახიობი.
1959 წლის 1 იანვარს რევოლუციური რაზმი ფიდელ კასტროს (Fidel Castro 1926-2016) მეთაურობით კუბის დედაქალაქ ჰავანას იკავებს. დიქტატორ ბატისტას (Fulgencio Batista 1901-1973) ჩამოგდება.
1973 წლის 1 იანვარს დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია ევროპის კავშირის (European Union) წევრები გახდნენ.
1992 წლის 1 იანვარს დაიბადა ჯეკ უილშერი (Jack Andrew Garry Wilshere) - ინგლისელი ფეხბურთელი.
ჩეხეთი და სლოვაკეთი
1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკია (Czechoslovakia) ორ სახელმწიფოდ ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიყო
1999 წლის 1 იანვარს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საბანკო ანგარიშსწორებისათვის შემოღებულ იქნა ევრო (Euro).
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge