დღე: 26

ღამე: 12

USD 2.7283

EUR 3.1553

,, ფულის გამო ე.წ. ოპოზიციონერი გუბაზა მის მიერვე არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჯალალ ად-დინად შერაცხულ მიშას ქვეყნის აღმაშენებელს უწოდებს!'' - ედიშერ გვეტაძე 14.01.2023 17:42

 ექსპერტი, ედიშერ გვეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

,,მოკლედ ფულის გამო ე.წ. ოპოზიციონერი გუბაზა მის მიერვე არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჯალალ ად - დინად  შერაცხულ მიშას ქვეყნის აღმაშენებელს უწოდებს!

იგივე ოცდაათი ვერცხლის გამო ვითომდაც ახლო წარსულში ე.წ. ოპოზიციონერი გელბახიანი იმავე მიშას, რომელმაც მისი სიცოცხლის საწყისი - დედა, რომ არ დაატირებინა და უკანასკნელ გზაზე არ გააცილებინა წამებულად მოიხსენიებს!

საქართველოდან წაგლეჯილი ფინანსების გულხარბად მიღების სანაცვლოდ შუბლისძარღვის უქონელი ხაჭაპურიძე, რომელმაც იმავე მიშას გათახსირებულ სისტემას საქმეები მოუგო სტრასბურგში და იმუქრებოდა სანამ საბოლოოდ არ გაქრება ნაცმოძრაობა, როგორც კრიმინალური ძალა, მანამ ვერ მოვისვენებო. დღეს იმავე მიშას ფულმხურვალების სანაცვლოდ ტირანის დამცველად გვევლინება!

და ასეთი ე.წ. გაფუჭებულ ყველაფრის მკადრებელ სუბიექტთა იმედად მყოფ ნაცხროვას უნდა რეანიმირება?!

ამიტომაც რაც არ უნდა ლობისტები დაიქირაონ ამ უსამშობლო - მანქურთებმა, რაც არ უნდა შიდა არჩევნები ატარონ და რაც არ უნდა მელიები, ხაბეები, ჩალაძეები და მუმლაძეები ცვალონ -გამოცვალონ მაგათი გამომსწორებელ- ექიმი დედამიწაზე არ არსებობს და არც მომავალში დაიბადება!'' - წერს გვეტაძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge