დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„24 თებერვალი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოქალაქეებმა უნდა უთხრან ხელისუფლებას, რომ თვალს ადევნებენ „ქართული ოცნების" პოლიტიკას" 24.01.2023 14:35

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, ჟურნალისტებთან 24 თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

სამნიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რა გზავნილები ექნებათ აქციის ორგანიზატორებს, რადგან არ შეიძლება ისეთი მოლოდინების შექმნა, რომელიც ვერ შესრულდება და საზოგადოებაში ფრუსტრაციას გამოიწვევს.

 

„24 თებერვალი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ თვალს ადევნებენ „ქართული ოცნების" პოლიტიკას და არ დაუშვებენ, ამ ბუნდოვანი პოზიციების ფონზე მკაფიოდ გაბედოს და კურსი შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ“. ამ თვალსაზრისით ნებისმიერი აქცია და შეკრება მნიშვნელოვანია და ასეთ შეკრებაზე ვიქნები მეც. მაგრამ უმნიშვნელოვანესია აქციის ორგანიზატორების მხრიდან თითოეული გზავნილი და მიზანი ამ შეხვედრის. თუ ამ თვის მანძილზე ხშირად გავიგონებთ ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობას და ამ ტიპის გზავნილებს, რომელიც ისეთ მოლოდინებს გააჩენს საზოგადოებაში, რომელსაც ვერ შევასრულებთ, ეს იქნება პრობლემა და კიდევ ერთხელ შევახსენებ კოლეგებს, რომ არ შეიძლება მოლოდინების ისე აწევა, რომ შემდეგ საზოგადოებაში ფრუსტრაცია გამოვიწვიოთ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვის მანძილზე ორგანიზატორების მხრიდან თითოეულ გზავნილს და ამაზეა ჩემი მომავალი პოზიციაც დამოკიდებული“, - განაცხადა სამნიძემ.


ცნობისათვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტია და საზოგადოების წარმომადგენლები 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის მოწყობას გეგმავენ. მათი თქმით, შეკრების მიზანი იქნება როგორც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის დაფიქსირება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ