დღე: 22

ღამე: 19

USD 2.7087

EUR 2.9406

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო, სკამს არ უნდა ჩაჰბღაუჭებოდა" - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე 24.01.2023 14:57

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებებს ეხმაურება. 

 

„მე, ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამებრძოლებს გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც უკავშირდებოდა საქმიან პრეტენზიებს - რატომ ასეირნებდა ასი ათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს, რატომ დახურა „ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ოფისები, დაახლოებით, 50 და უფრო მეტი, რატომ შეწყვიტა ხალხთან და პარტიასთან კომუნიკაცია, რომ დააანონსა „ცხელი შემოდგომა", სად წავიდა ეს "ცხელი შემოდგომა"?! საქმიანი პრეტენზიები გვქონდა მასთან, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო, სკამს არ უნდა ჩაჰბღაუჭებოდა.

 

მან და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, რომ ფარდას ახდიან, რომ სისხლიანი ცხრა წელი, ლამის ბანერები გამიკრეს "ქოცებივით" - ჩემს უკან დგას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, კობა ნაყოფია რატომ ხვდება დავით კეზერაშვილს თუ მის გადადგომას ითხოვდა, აუხსნას ეს საზოგადოებას. არ შეიძლება რამე წამოაკივლო და მერე პასუხი არ გასცე - უკაცრავად, მოუყევით ხალხს. მე არ შევხვედრივარ არავის და არ მქონია ასეთი განცხადებები, რაც ნიკამ თქვა, ამიტომ აუხსნას. ასევე, რატომ იყო ის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის 2020 წელს, ესეც უთხრას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, რომ ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიხეილ სააკაშვილის. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ სკამს, ხალხი იმსახურებს უთხრა, თუ რატომ იყავი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგი.

 

რაც შეეხება მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს, არ ვიცი. ეს აწუხებს მას, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას. ნიკა მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას ამაზე, თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ