დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ არის ის, რომ პუტინს ნათლად ვაჩვენოთ - რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს" 24.01.2023 16:19

პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის გადაიხადოს მაღალი ფასი ამ უსამართლო ომისთვის. მას მობილიზებული ჰყავს 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი. რუსეთი ყიდულობს ახალ იარაღს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პუტინი ახალ შეტევებს გეგმავს და მას სურს უკრაინაზე სრული კონტროლი.

 

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მინიშნება ან სიგნალი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები. მას სურს უკრაინაზე სრული კონტროლი.და უკრაინაზე ახალ შეტევებს გეგმავს.

 

ერთადერთი გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ არის ის, რომ პუტინს ნათლად ვაჩვენოთ, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.

 

ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას იარაღი და მოწინავე, მოდერნიზებული სისტემები, რათა უკრაინულმა ძალებმა შეძლონ რუსული ძალების მოგერიება.უნდა შეძლონ უკრაინელებმა რუსული ძალის შეკავება არამარტო გადარჩენისთვის, არამედ მაგრამ გამარჯვებისთვის. მათ უნდა დაიბრუნონ ტერიტორია და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს , როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში.

 

გერმანია იმ მოკავშირეებს შორისაა, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, როგორიცაა Gepard და IRIS-T, არტილერია და საბრძოლო მასალა.

 

გერმანიამ ასევე გამოაცხადა მოწინავე პატრიოტის სისტემების და თანამედროვე ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და მზადყოფნა. გერმანიის იარაღი უკრაინაში ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს. გადაარჩენს სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს რუსული სარაკეტო დარტყმებისგან.

 

უკრაინას ნატოს სხვა მოკავშირეებიც აძლიერებენ.

 

შეერთებულმა შტატებმა პარასკევს რამშტეინში გამოაცხადა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტისთვის მზადყოფნა, რომელიც 2,5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ ტანკებს და მე მივესალმები ამ განცხადებებს. ომის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას თანამედროვე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მივესალმები ჩვენს დღევანდელ დისკუსიას. განვიხილეთ საბრძოლო ტანკების საკითხი.

 

მოკავშირეებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება. გერმანია მთავარ როლს თამაშობს ჩვენს ალიანსში.გერმანია ხელმძღვანელობს ნატოს ძალებს ლიტვაში.

 

გერმანიის თვითმფრინავები პატრულირებენ მოკავშირეთა ცის დასაცავად და 15000 გერმანელი ჯარისკაცი წარმოადგებს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ