დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

უკრაინის გუბერნატორები თანამდებობას ტოვებენ - დეტალები 24.01.2023 16:26

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის ხუთი ოლქის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, სუმისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლებაზე თანხმობა გასცა.

 

თანამდებობას ტოვებენ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი.

 

ამასთან, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რამდენიმე მინისტრის მოადგილე: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი, ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე ივან ლუკერა, სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ვიტალი მუზიჩენკო, მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში ვიაჩესლავ ნეგოდა, უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, ანატოლი ივანკევიჩი და ვიქტორ ვიშნევი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ