დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

"თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ" - დავით ქართველიშვილი კასიანოვის განცხადებაზე 24.01.2023 16:39

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილოს საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი“.

 

„დღესვე შეუძლიათ დაიწყონ: მოსკოვი-ერევანი-თბილისის რეისით არ წყდება ჩამომსვლელთა ნაკადი; განსაკუთრებით ბათუმსა და თბილისში დღემდე ვხედავთ შეხმატკბილებულ „სინერგიას“ უკრაინული და რუსული სანომრე ნიშნების მეპატრონეებს შორის ჩვენ საავტომობილო გზებზე, სასტუმროებში, რესტორნებში; თუ ამ პოლიტიკურად პარანოიდალურ პროცესებს მაინც განახორციელებთ - გთხოვთ პან კასიანოვით დაიწყოთ; და რაც მთავარია - თქვენივე მოქალაქეების მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ, რომელთა დიდმა ნაწილმა სწორედ რომ თქვენი ხელისუფლების მძევლობას დააღწია თავი და ჩამოვიდა საქართველოში. და ბოლოს, ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

-0:02

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ