დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

(ვიდეო)"მელია ჯერ კეზერაშვილს ლანძღავდა მერე, ბოდიშებს იხდიდა"- გიორგი კაპანაძე 24.01.2023 21:33

 "ნიკა მელია ჯერ კეზერაშვილს ლანძღავდა მერე, ბოდიშებს იხდიდა, მერე ისევ ლანძღავდა.. საჩუქარი მანქანის სახით მაინც მიიღო...- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" დავით კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის მანქანის ჩუქების საკითხზე საუბრიასას განაცხადა იხილეთ ვიდეო



როგორ გიორგი კიკნაძე აცხადებს, როგორც ირკვევა, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ დავით კეზერაშვილისგან საჩუქარი მართლაც მიიღო. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული საკითხით აუდიტის სამსახური არ უნდა დაინტერესდეს, რადგან ეს მათ პრეროგატივაში არ შედის.



"სამოქალაქო ურთიერთობების გარჩევა აუდიტის სამსახურის საქმე არ არის. სხვათა შორის, აქ კითხვის ნიშნებიც ჩნდება, თუ რატომ გადაწყვიტა აუდიტის სამსახურმა, დაინტერესდეს იმით, რაც მისი საქმე არ არის. რაც შეეხება, იმ საჩუქარს, რომელიც როგორც აღმოჩნდა მართლაც გაუკეთა დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას. ასევე, როგორც ჩანს, ნიკა მელიამ კეზერაშვილისგან ეს საჩუქარი მიიღო.

საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ნიკა მელია ჯერ კეზერაშვილს ლანძღავდა მერე, ბოდიშებს იხდიდა, მერე ისევ ლანძღავდა, ბოლოს საჩუქარი მანქანის სახით მაინც მიიღო... ეს მის არასერიოზულობაზე მეტყველებს. უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში ეს ადამიანი ანტიმიშად ჩამოყალიბდა," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ