დღე: 6

ღამე: -2

USD 2.6441

EUR 2.8913

"მგონი ქვეყნისთვის უკეთესია, რომ ნაცმო აღიგავოს მიწისაგან პირისა"- ნინია კაკაბაძე 25.01.2023 23:14

არ ვიცი რა ჯობს ახლა?!  მგონი ქვეყნისთვის უკეთესია, რომ ნაცმო აღიგავოს მიწისაგან პირისა, რაც სხვა, ახალ თუ ძველ და პატარა პარტიებს გაუჩენს გაძლიერების შანსს. ამიტომ რა გამოდის, ხაბეს უნდა ვუგულშემატკივრო?"- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.

 

"მოკლედ, ბოლო ერთი თვეა ვუყურებ და ჯერ ისევ არ ვიცი, როგორ მინდა რომ დასრულდეს ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული არჩევნები. 

 

 

მელია/კირთაძის შემთხვევაში ამ პარტიას კიდევ აქვს რაღაც პერსპექტივა, ოღონდ მიშა უნდა გათავისუფლდეს და შეპირებისამებრ აღარ ჩაერიოს აქაურ პოლიტიკაში (რაც ნაკლებ სავარაუდოა) ვანო და ხაბეს გამარჯვების შემთხვევაში კი ეს პარტია ან იქ გაიყინება სადაც ახლაა ან ბოლომდე განადგურდება, (მიშა რომც დარჩეს ასე იქნება). 

 

ამიტომ არ ვიცი რა ჯობს ახლა?!  მგონი ქვეყნისთვის უკეთესია, რომ ნაცმო აღიგავოს მიწისაგან პირისა, რაც სხვა, ახალ თუ ძველ და პატარა პარტიებს გაუჩენს გაძლიერების შანსს. ამიტომ რა გამოდის, ხაბეს უნდა ვუგულშემატკივრო?

 

  ღმერთო რატომ გამომიგზავნე ეს განსაცდელი?! დაასრულე ეს არჩევნები, აღარ შამილია!"- წერს სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძე 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ