დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი 26.01.2023 00:25

ვერძი

ამ დღეს სანამ წარმოთქვამთ, ყველა სიტყვა კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. თქვენი პირდაპირობა ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ იქნებ ადამიანებისთვის მტკივნეული სიმართლის თქმას მაინც მოერიდოთ? ეცადეთ, მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა მოგვიანებით საქმე სანანებლად არ გექცეთ.

 

 

კურო

ამ დღეს ცხოვრება თქვენგან პირდაპირობას და სიცხადეს მოითხოვს, თუმცა საკუთარ თავში ამ თვისებებს ვერ გრძნობთ. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს. გირჩევთ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და, თუ შესაძლებელია, საქმეები სამომავლოდ გადადოთ.

 

ტყუპები

შესაძლოა, რაღაც წარმოსახვითმა იდეებმა და გეგმებმა სერიოზულად გაგიტაცოთ. ამ იდეებიდან ზოგიერთი შეიძლება მართლაც საინტერესო იყოს, მაგრამ ეცადეთ, ფანტაზიებისგან გათავისუფლდეთ და რეალობას დაუბრუნდეთ.

 

კირჩხიბი

დროს, პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე იზრუნოთ. სინანულის გარეშე მოიცილეთ ყველა უპერსპექტივო საქმე და იმ პროექტებით დაკავდით, სადაც წარმატების მაღალი შანსი გაქვთ. მთავარია, სიტუაცია არ გაართულოთ - თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

 

ლომი

ამ დღეს კარგი შანსი გაქვთ, რომ თქვენი ექსტრავაგანტური იდეებიდან ერთ-ერთი განახორციელოთ. დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის, მაგრამ წარმატების შანსი სხვა დღეებთან შედარებით გაცილებით მეტია! ეცადეთ, სხვა ადამიანები უფრო თამამად ჩართოთ თქვენს გეგმებში. თქვენი პიროვნული თვისებებისა და კომუნიკაციის უნარის დამსახურებით, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.

 

ქალწული

დილიდანვე ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და მზად ხართ, ყველა პრობლემას ერთდროულად შეებრძოლოთ. ამ დღეს საკუთარ თავში კიდევ ერთ სასარგებლო თვისებას აღმოაჩენთ და ეს გადამჭრელი, პრინციპული მოქმედებაა. სამაგიეროდ, თქვენს თავაზიანობას და ტაქტს ამ დღეს ღრმად სძინავთ.

 

სასწორი

გარემოებები თქვენგან აჩქარებას მოითხოვენ. დილიდან უამრავი საქმე და საზრუნავი გელით, თუმცა ეს სასიამოვნო ფუსფუსია, რომელიც უშედეგოდ არ დასრულდება. რაც შეეხება დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვას, ამის შესაძლებლობა მხოლოდ საღამოს მოგეცემათ.

 

მორიელი

ამ დღეს ყველაზე უკეთ ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები გამოგდით. დღეს შედგენილი გეგმები მარტივი და შედეგიანი იქნება. თქვენი ყურადღების მიღმა არცერთი წვრილმანი არ დარჩება! ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ზედმეტი პრეტენზიებია.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს დიპლომატიური თვისებების ნაკლებობას, უფრო სწორად, არარსებობას განიცდით. თქვენს მოქმედებებში უჩვეულო უხეშობა შეიმჩნევა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ თქვენი კრიტიკული მოსაზრებები საფუძვლიანია. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენმა სიტყვებმა შეიძლება ვიღაცის თავმოყვარეობა შელახოს და ამას ხანგრძლივი და უაზრო კონფლიქტები მოჰყვეს.

 

თხის რქა

საუკეთესოა დღეა დიდი ხნის წინ თაროებზე შემოდებული საქმეების დასრულებისთვის. ვარსკვლავები გაიძულებენ, რომ სწრაფად, მკაფიოდ და ეფექტურად იმოქმედოთ. მაგალითად, დაიწყოთ რემონტი, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ ან ბინაში ავეჯის გადაადგილება მოახდინოთ.

 

მერწყული

თქვენი მრავალმხრივი ნიჭი შეიძლება უამრავი მიმართულებით გამოიყენოთ. ამ დღეს საქმეს ჩვეულებრივზე უფრო მარტივად უმკლავდებით, თქვენი გადაწყვეტილებები კი გონივრულობით, სიმარტივით და შედეგიანობით გამოირჩევიან. რაც შეეხება ურთიერთობებს, აქ მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით გარშემო მყოფებს და საკუთარ თავს პრობლემა არ შეუქმნათ.

 

თევზები

ამ დღეს საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ფულს ანგარიში უყვარს. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი შესყიდვა განახორციელოთ უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ