ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდიანრე მოვლენებს ეხმაურება:
"გამარჯვებამდე შეიძლება აღარ გახდეს საჭირო ჰეშთეგი #ArmUkraineNow მაგრამ #RussiaTerroristState დიიიდხანს დარჩება ურდოსატანის სავაჭრო ნიშნად!
გუშინ დაბომბეს ისევ უკრაინა! 55 რაკეტიდან 47 ჩამოგდეს ჩვენებმა! 11 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს ამ ურჩხულისშვილებმა. დიდი დრო აღარ უწერია არც ამ დაბომბვებს. 19% დარჩათ მაღალი სიზუსტის რაკეტების იმ რაოდენობებიდან, რომელიც ჰქონდა 2022 წლის 24 თებერვლამდე! გეტირებათ მალე ყოფა!
ევროპის საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელარუსისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ! ვინც არ მოკვდება, ყველა დაჯდება დამნაშავის სკამზე!
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა მოსმენების დროს განაცხადა, რომ თუ რუსეთი გაიყვანს უკრაინიდან ჯარებს და შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, სანქციების შესუსტებაზეც შეიძლება იყოს საუბარი! პუტლერს არ უჩანს იმის პირი, რომ სადმე რამის გაყვანას აპირებდეს და რამის შეჩერებას აპირებდეს! უნდა ჩაყვეს ამ ომს მიწაში!
გერმანიის კანცლერმა დაიჭექა, პუტლერს ტყუილად ნუ ექნება ილუზია, რომ შესუსტდება უკრაინის დახმარებაო! თუმცა, მანვე თქვა, რომ თვითმფრინავების გადაცემას არ ვაპირებთო! ეგრე იძახდა ტანკებზეც.
სამაგიეროდ საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვა აცხადებს, რომ ძალიან სერიოზულად განიხილება ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას!
რამშტაინის მორიგი შეხვედრა 14 თებერვალს გაიმართება. მაღლა ცაში აფრინდება. უამრავი ფიფრინავი ჩვენებისთვის!
პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს სადღაც ევროპაში ჩასვლას 24 თებერვლისთვის, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით. განიხილება პოლონეთიცო!
დონალდ ტრამპი კიდევ ამოხტა ფაჩუჩებიდან, რამ მიგაცემინათ ტანკები, მაგას მოჰყვება ბირთვული რაკეტები და ბირთვული ომიო. გეეშვი პაპა მაგ ამბავს, გე ე შვი! ვააახ! მაინცდამაინც ბრიყვ მთვრალ ძიმონას ხომ არ უნდა დეემგვანო კაცოუ.
მინამ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები განცხადებებს აკეთებდნენ, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაადო კუხარკა პრიგოჟინის ვაგნერს და ყველა მასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს!
რადგან ამერიკაზე ვსაუბრობთ, ისაც ვსთქოთ, რომ უკრაინას გადასცემს მოდერნიზებულ აბრამს A1M2, მაგრამ საიდუმლო სუპერჯავშნის გარეშეო! არ ვიცი, მე ემაგეებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ლეოპარდებიც მოეფინება უკრაინას წელს და აბრამსებიც შემოგიგინდებიან ბრძოლის ველზე! თანაც პენტაგონი იძახის, აბრამსებს იქამდინ მივაწვდით უკრაინას, მინამ პუტლერი ომს არ მორჩებაო!
ევროკომისიამ ეძება, ეძება და იპოვა - სამართლებრივი გზები, რომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინას გადაეცეს 36.8 მილიარდი ევრო რეკონატრუქციისთვის!
ფრონტის ხაზებზე რთული, მაგრამ სტაბილური ვითარებაა. კერძოდ:
ზაპოროჟიეში სულ დეეშვა საბურავები ურდოს! ვერცერთი დასახლებული პუნქტი ვერ აიღო ურდომ და გადავიდა ამბავი პოზიციურ ბრძოლებში და არტ.დუელებში;
უჰლედარს ბომბავენ ურჩხულისშვილები, თორემ ისე ახლომახლოშიც კი არ არიან. სააგარაკე ზონაში ერთი-ორი "დაჩა" დაიკავეს და ჭყლოპინებდნენ, მაგრამ დაახურეს თავზე ჩვენებმა!
ბახმუტის მიმართულებით, ბახმუტზე პოზიციური ბრძოლებია. ახალ მიდამოები: სამხრეთისკენ კლეშჩეევკასთან მიდის სერიოზული ბრძოლები და ურდოს აქვს მცდელობები, რომ დაიკავოს ივანოვსკოე, რომ საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოხვდეს კონსტანტინოვკა-ბახმუტის ტრასა! ცდილობენ, მაგრამ მიიღეს ჩვენებისგან კოლა და სასa.
კრასნაჰორა, პარასკოვიევკა და ბელოჰორვკა - დიდი ბათქაბუთქია, მაგრამ დგანან ყოჩაღად ჩვენები! ავდეევკა მომინდომეს! ჩვენია და ჩვენი იქნება!
ერთ პაწაწინა სოფელ რაზდოლოვკას უტევენ გიჟებივით ეს უჯიშოები, რომ ჩრდილოეთიდან მოუახლოვდნენ ბახმუტს, მაგრამ რესურსი აღარ ჰყოფნით აღაარ!
მარიინკაში ჩინებულად არის საქმე! დასავლეთ შემოგარენში მიდის ბრძოლები!
კრემენნას მიმდებარედ ტყე-ტყე მიდის ბრძოლები. გადმოისროლეს მძიმე ტექნიკა არტილერია და ცოცხალი ძალა. სამაგიეროდ უჰლედარს და ბახმუტს მოაკლდა! სვატოვოსკენაც გუშინ პოზიციური ბრძოლები მიდიოდა!
მთელს გაყოლებაზე ჩვენებმა ფრონტის ხაზი კარგად შეინარჩუნეს ურდოს ამ ბოლო ფხაკურების და შემოტევის ფონზე! მძიმე ბრძოლები იყო და გრძელდება, მაგრამ მაგრად დგანან ჩვენები და თანდათან ემაზდებიან დიიიდი შეტევებისთვის! ტექნიკაც ჩამოვა, სულ ახალი ნავარჯიშები შენაერთებით და:
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში - საქართველოც გაიხარებს 2023-ში ხოლო პუტლერის იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge