დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რატომ აბრალებს შარლ დე გოლის შვილიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას ამერიკას 01.02.2023 15:46

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შარლ დე გოლის შვილიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას ამერიკას აბრალებს“ (ავტორი - დევიდ მილუორდი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

პიერ დე გოლმა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგი ლიდერისა და შემდგომ, საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის შვილიშვილმა, ამერიკა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში დაადანაშაულა. რასაკვირველია, იგი აცნობიერებს იმას, რომ მისმა ნათქვამმა შეიძლება ოჯახის წევრებში უსიამოვნება გამოიწვიოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი მაინც ამბობს, რომ მისი ვალია თავისი წინაპრის - „დიდი გენერლის ტრადიცია“ გააგრძელოს და სიმართლე, რაც უნდა მწარე იყოს, მაინც უნდა თქვას.  

 

პიერ დე გოლი აშკარად ცდილობს ვლადიმერ პუტინის დახმარებას, როცა იგი - 59 წლის ბიზნეს-კონსულტანტი - ინტერვიუებში რუსეთს ომის მსხვერპლად წარმოსახავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ის ინტერვიუ არ არის, რომელიც მან პარიზის გაზეთ „ლე პარიზიენს“ მისცა.

 

„ჩვენ, ფრანგები, დიდ ფასს ვიხდით [ნატო-რუსეთის] ომისათვის, რომელიც აშშ-ის მიერ არის პროვოცირებული, ევროპის ვასალად გადაქცევის მიზნით“, - ეუბნება იგი კორესპონდენტს.

 

„მაგრამ საფრანგეთის საზოგადოება უკვე იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რა უპატიოსნო თამასს ეწევიან ამერიკელები. ვაშინგტონი ანტირუსული ალიანსის შექმნისა და ევროპული სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის მშვენივრად იყენებს უკრაინის კრიზისს“, - ამტკიცებს პიერ დე გოლი.

 

სხვათა შორის, ამ პერსონაჟის პაპა შარლ დე გოლიც თესავდა ანტიამერიკულ განწყობას და რადიკალური ნაბიჯიც კი გადადგა - საფრანგეთი  ნატოს ორგანიზაციიდანაც კი გაიყვანა 1966 წელს (თუმცა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით - უარი თქვა ფრანგული არმია ნატოს საერთო სარდლობისთვის.  პოლიტიკურად კი ალიანსის წევრად დარჩა).

 

უნდა ვთქვათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ პიერ დე გოლი პრორუსულ განწყობას გამოხატავს. 20231 წლის დეკემბერში მან საფრანგეთის მთავრობას მოუწოდა რუსეთთან მჭიდრო კავშირები შეენარჩუნებინა, მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბული დამოკიდებულების მიუხედავად.

 

პიერ დე გოლი თავის განცხადებებში იქამდეც კი მივიდა, რომ რუსული სახელმწიფო   მასმედიის გამონათქვამებიც გაიმეორა, რომელთა თანახმად, „რუსეთი ფრანგების სულში ცოცხლობს“ და რომ „ფრანგები გამსჭვალულნი არიან რუსული მენტალიტეტით“. პიერ დე გოლკმა ასევე გამოხატა იმედი, რომ „რუსულ-ფრანგული მეგობრობა, დღევანდელი კრიზისი მიუხედავად, სამომავლოდ უფრო ახალ სიმაღლეს მიაღწევს“.

 

და მაინც, ობიექტურობის პრინციპის დაცვით, აქვე შევნიშნავთ, რომ პარიზი მოსკოვის მიმართ მართლაც გარკვეულ ნიუანსობრივ პოზიციას გამოხატავს, ვიდრე დასავლეთის სხვა დედაქალაქები: მართალია, ფრანგები კრემლის მოქმედებას უკანონოდ და ბარბაროსულად თვლიან, მათი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დასავლეთს მაინც „მოსკოვთან დიალოგისაკენ“ მოუწოდებს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ