დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"მე არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, რომ მედპერსონალს ესვრის საგნებს" - „ვივამედის“ ექთანი 01.02.2023 16:11

„მე და მიხეილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, რაც შეიძლება იყოს მედპერსონალსა და მის პაციენტს შორის. ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება, კვების საკითხის გარდა. გვაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ჩემ მიმართ აგრესია არ ჰქონია. დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დღითიდღე სუსტდება, იმიტომ, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას ვერ გეტყვით. ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს გული მტკივა. იყო დრო, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს. არის რაღაც მედიკამენტი, რომელზეც მეუბნებოდა, რომ მსხვილია და ვერ ვსვამო - ვერ თუ არ სვამდა, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. სხვა პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო კვირას, როცა მას სჭირდება ხელოვნური კვება ანუ იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია და რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე.

 

მისივე თქმით, მას აქვს უფლება უარი თქვას ამა თუ იმ მედიკამენტსა და გადასხმაზე, რადგან არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში.

 

„აქამდე საკვები მასთან მე შემქონდა. ბოლო ერთი თვეა გიული ალასანიას შეაქვს და ის ესწრება მის კვებას. თუ რაიმეს იღებს, იღებს მცირე ოდენობით, რადგან ეს მის წონას ეტყობა. ჩემს მორიგეობაზე, დამიძახა ბადრაგმა, ოდნავ ხმაური გაიგონა, წამიერად იქვე ვიყავით და იმ წუთასვე შევედი, ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში. გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. მოვიდა ბადრაგი და ამაყენებინეს, დავაწვინეთ, შემოვიდა მორიგე ექიმი, ჩამოვიყვანეთ ნევროლოგი და შემდეგ დილით ენცეფალოგრამაც გადავუღეთ. ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და ბოლო მორიგეობაზე საპირფარეშომდე ეტლით მიმაყვანინა თავი. ბოლო ორი თვეა უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და რაღაცები, ვეხმარებით. მე არასდროს შევსწრებივარ ფაქტს, რომ მედპერსონალს ესვრის საგნებს“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ