დღე: 22

ღამე: 16

USD 2.7195

EUR 3.209

"კვლევის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მოსალოდნელი ზარალი, მხოლოდ ორი, ყველაზე წამყვანი სფეროს" 03.02.2023 17:03

ძალზე საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა თსუ ს პროგნოზირებისა და  ანალიზის ცენტრმა, რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებზე სრულად მიერთების შემთხვევაში ეკონომიკა ზე ზეგავლენის თვალსაზრისით, - წერს "ჯორჯიან თაიმსის" ბლოგში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

 

"კვლევის თანახმად  2022 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მოსალოდნელი ზარალი, მხოლოდ ორი, ყველაზე წამყვანი სფეროს: საგარეო ვაჭრობის და უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების შეჩერების შედეგად, 2022 წელს 10.1 პროცენტი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად უარესი სცენარით მივიღებდით 17.1 პროცენტიან ვარდნას; შუალედური სცენარით მივიღებდით  9.6 პროცენტიან ვარდნას და თვით ოპტიმისტური სცენარით ს შემთხვევაშიც კი მივიღებდით 4.1 პროცენტიან ვარდნას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დარტყმის შესამცირებლად, მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან  გარკვეული ღონისძიებებიც გატარდებოდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა;

 

სანქციებზე მიერთების შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორისათვის, ვინაიდან რუსეთში საქართველოს ექსპორტის თითქმის 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოშობის ექსპორტია და საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორი გასაღების მნიშვნელოვან სეგმენტს დაკარგავდა;

 

კიდევ უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა რუსეთიდან ხორბლის და მისი პროდუქტების იმპორტის შეწყვეტა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 100 პროცენტია, ხოლო მცენარეული ზეთის შემთხვევაში მთლიანი იმპორტის 90 პროცენტი რუსეთიდან ხდება.

 

ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახებოდა პოლიტიკური რისკების ზრდა, რაც აუცილებლად შეამცირებდა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას, რომელიც 2022 წლის წინასწარი მონაცემებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 

 

ჩვენ ფაქტობრივად შევიდოდით ორმაგი ვარდნის ე. წ W ყველაზე არასასურველ სცენარში, საიდანაც გამოსვლა პრობლემური იქნებოდა, რადგან 2019 წლის დონეს უკეთეს შემთხვევაში  2025 წლისათვის თუ დავუბრუნდებოდით. 

 

ბუნებრივია, ჩვენ მიგვიწევდა ახალი საგარეო ვალების აღება ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად, რომ არაფერი ითქვას, გაზრდილ უმუშევრობაზე, შემცირებულ შემოსავლებზე, თუ სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებზე ზეგავლენაზე.

 

ამ კვლევამაც დაადასტურა ის აღიარებული ჭეშმარიტება, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ეკონომიკის გადაწყობას, ესაჭიროება დრო, და ალტერნატიული ბაზრები, ხოლო წყვეტის შემთხვევაში ეკონომიკაზე ზეგავლენა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ცალსახად ნეგატიური ფაქტორის მატარებელი ხდება.

 

ამ კვლევის დეტალურად პრეზენტაციას ალბათ მალე ვიხილავთ, ამ კვლევითაც დადასტურდა ოპოზიციური ნარატივის უსაფუძვლობა, ცილისმწამებლური და პოპულისტური ხასიათი სანქციებთან არ მიერთებასთან მიმართებაში, ხელისუფლების დადანაშაულებაზე. 

 

ვახო ჭარაიას და ამ კვლევის ავტორს ნოდარ კაპანაძეს კი მხოლოდ მადლობა ეთქმით ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ს შექმნისათვის", - წერს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge