დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს 04.02.2023 11:33

იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ.

 

მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო.

 

მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა.

 

იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ სფაქსის პორტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გზის დაკარგვის გამო იტალიამდე დაგეგმილთან შედარებით ბევრად გვიან ჩააღწია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ