დღე: 23

ღამე: 10

USD 2.6709

EUR 2.8453

„თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალი უნდა დაივიწყოს“ - ჰოჯესი 04.02.2023 19:49

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალი ბენ ჰოჯესის განცხადებით, თუ უკრაინა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს, საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა დაივიწყოს. 

მისივე თქმით, რაც უკრაინაში ხდება, ეს ქვეყნის ფარგლებს ცდება და საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს. 

„მათ [რუსებმა] უკვე გაიყვანეს დანაყოფები, თუ არ ვცდები, სამხრეთ ოსეთიდან. ისევე როგორც კალინინგრადიდან და სხვა მსგავსი ადგილებიდან. ისინი მიჰყავთ, რადგან სათვალავში ადამიანები სჭირდებათ.

ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს. სად უნდა, რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.

რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს“, - განაცხადა ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ