დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

,,სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში ვიყავი, ვარ და ვიქნები''- მელია 04.02.2023 20:56

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

მისივე თქმით, სააკაშვილთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში აქვს. 

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში ვიყავი, ვარ და ვიქნები. განსაკუთებით უცხოეთის ფრონტზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობაში ახლაც ვარ და მომავალშიც ვიქნები. რაც ემსახურება ამ დიდი პრობლემის გადაჭრას, რა თქმა უნდა, მე იქ ვიქნები. მე და მიხეილ სააკაშვილს მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია, გვქონდა კომუნიკაცია არჩევნებამდეც და იმის შემდეგაც“, - განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ