დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7118

EUR 3.1568

"ქართველი გადამზიდავისათვის, დიზელის სიძვირის გამო, ადგილობრივ გასამართ სადგურებში ავზების შევსება არარენტაბელურია" 16.02.2023 13:54

ქართველი გადამზიდავისათვის, დიზელის სიძვირის გამო, ადგილობრივ გასამართ სადგურებში ავზების შევსება არარენტაბელურია, რაც აძვირებს ლოგისტიკურ ხარჯებს და უბიძგებს გადამზიდავ კომპანიებს საწვავი ჩაისხან მეზობელ (აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი) ქვეყნებში, - ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

 

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საწვავის ღირებულებაში ფასების განსხვავების გამო, ქართველი გადამზიდავისათვის ავზების შევსება მეზობელ ქვეყნებში მომგებიანია. 

 

ქართველი გადამზიდავი, ძირითად გადაზიდვებს 80% ახორციელებენ შემდეგი მიმართულებებით:

 

1. ცარიელი შესვლა თურქეთში იქ დატვირთვა, შემდგომ - დაცლა - საქართველოში ან რუსეთში, ან შუა აზიაში, ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში;

 

2. დატვირთული შესვლა რუსეთში, შემდგომ  დაცლა რუსეთის ტერიტორიაზე,  ხელახალი დატვირთვა და დაცლა საქართველოში, ან სომხეთში;

 

3. საქართველოდან აზერბაიჯანის ან შუა აზიის მიმართულებებით გადაზიდვა;

 

ბუნებრივია არსებობს ევროპის და უკუმიმართულებით გადაზიდვებიც მაგრამ, მათი წილი უმნიშვნელოა.

 

ისმის კითხვა, ასეთ გადაზიდვებში, ქართველი გადამზიდავი სარგებლობს თუ არა საქართველოში ადგილობრივი გასამართი სადგურებით?

 

პასუხი ცალსახაა - საქართველოში დიზელის საწვავის სიძვირის გამო -  არა.

 

შედარებისათვის - აზერბაიჯანში დიზელის ღირებულება - 1.22 ლარია, სომხეთში - 2.76 ლარი, საქართველოში - 3.7 ლარი, რუსეთში - 2.10 ლარი, თურქეთში -  2.9 ლარი.

 

საწვავის ღირებულებაში ფასების ასეთი განსხვავების გამო, ქართველი გადამზიდავისათვის მომგებიანია ავზების შევსება, მეზობელ ქვეყნებში და გადაზიდვების განხორციელება.

 

შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, მცირდება რეალიზებული დიზელის საწვავის მოცულობა. არსებობს ტენდენცია, რომ რეალიზებული ბენზინის მოცულობა აჭარბებს დიზელის მოცულობას  არადა რეალურად პირიქით უნდა იყოს. 

 

ეს ყოველივე, იწვევს საქართველოს ბრენდულ გასამართ სადგურებში (იგულისხმება 5 ბრენდული კომპანია, თითოეული ფლობს 100 დან - 130 მდე გასამართ სადგურს საქართველოს ტერიტორიაზე), მუდმივი ხარჯების ზრდას, შემცირებული რეალიზაციის შედეგად, მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად ბრენდულ კომპანიები ზრდიან ფასებს, რითაც უფრო ღრმად ეფლობიან გაძვირების "სპირალში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge