დღე: 23

ღამე: 10

USD 2.6709

EUR 2.8453

სამეცნიერო კვლევის კეთილსინდისიერების ხელშეწყობის გეგმის შემუშავების მიზნით შეხვედრა გაიმართა 22.02.2023 17:00

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცეში  ევროკავშირის TWINNING პროექტის - „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“  ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „სამეცნიერო კვლევის კეთილსინდისიერების  ხელშეწყობის გეგმის შემუშავება“. რუსთაველის სამეცნიერო ფონდი TWINNING პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაციაა.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო ეთიკის მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარება და იმ საკითხების ირგვლივ მსჯელობა, რომლებიც კვლევებში ჩართულ პირთა უფლებებს,უსაფრთხოებას, ღირსებასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას უკავშირდება. 

 

ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მეცნიერების მიმართ ნდობის გაძლიერება, კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების დანერგვა, სამეცნიერო ეთიკის საკითხები საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ინსტიტუციურ დონეზე კვლევის კეთილსინდიერების  მხარდაჭერი  გეგმის შემუშავება. 

 

სემინარების ძირითად საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ პროექტის ლიდერი ავსტრიის მხრიდან  ვოლფჰანგ  პოლტი,  პროექტის  მე -  3 კომპონენტის ლიდერი  რეინჰარდ ბელოცკი  (ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და ავსტრიის კვლევების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი,  ექსპერტი თეოდორა კონაჩი.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები.   

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ