დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ის რაც კეთდება არის არათუ სწორი, არამედ აუცილებელიც"- საბა ბუაძე 17.03.2023 17:59

"თბილისში სატრანსპორტო ქაოსის მოგვარების მთავარი გზა გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე"- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "ლელოს" წევრი,  საბა ბუაძე ყაზბეგის გამზირზე ბასლაინების დახაზვას.

 

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ გაურკვეველ პანიკას, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ბასლაინების დახაზვას მოყვა. ის რაც კეთდება არის არათუ სწორი, არამედ აუცილებელიც.

 

 

სატრანსპორტო რეფორმის ხერხემალს წარმოადგენს ბასლაინების ქსელში მოძრავი ავტობუსები.

 

ბასლაინების გარეშე კერძო ტრანსპორტიც და ავტობუსიც იდგება საცობში. ეს რეფორმა ნელა და ბევრი ხარვეზით მიმდინარეობს, მაგრამ არის აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის.

 

სამწუხაროდ, თბილისის მერია ვერ აწვდის ხალხს საჭირო ინფორმაციას ამ რეფორმის შესახებ. დიდი ალბათობით კალაძის "საინფორმაციო რესურსი" ტროლური კამპანიებით არის დატვირთული"- წერს სოციალურ ქსელში საბა ბუაძე

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ