დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ყაზახეთმა ბაიკონურის კოსმოდრომის რუსული ოპერატორის ქონება დააყადაღა 19.03.2023 19:50

ყაზახეთის მაღალჩინოსნებმა ბაიკონურის კოსმოდრომის ოპერატორის, რუსეთის კოსმოსური ინფრასტრუქტურის ცენტრის ქონება დააყადაღა, - ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ყაზახური ბიურო წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის კოსმოსური ინფრასტრუქტურის ცენტრისადმი დაწესებული შეზღუდვების ფონზე, უწყება ვერც საკუთარი აქტივების გასხვისებას შეძლებს და ვერც აქტივების ქვეყნიდან გატანას - ამასთანავე, ქვეყანას ვერც უწყების ხელმძღვანელი დატოვებს.

როგორც ირკვევა, ყაზახეთის ეს გადაწყვეტილება რუსეთის კოსმოსური ინფრასტრუქტურის ცენტრის მიერ $29.7 მოცულობის ვალის არგადახდას უკავშირდება, რომელიც კომპანიამ სოიუზ-5-ის ტიპის რაკეტების მიერ ადგილობრივი ეკოლოგიისადმი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ოფიციალური ყაზახეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა “როსკოსმოსის” ხელმძღვანელის, იური ბორისოვის მხრიდან ყაზახეთის კომუნიკაციების მინისტრის, ბაღდათ მუსინისადმი გაჟღერებული კრიტიკა, რომლის თანახმად, ყაზახურმა მხარემ ბაიკონურის კოსმოდრომზე ახალი ასაფრენი წერტილის მოწყობა ვერ უზრუნველყო. იური ბორისოვის ამ კრიტიკას, მუსინმა “არასწორი დიპლომატიური გათვლა” უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბაიკონურის სამხედრო ბაზა ჯერ კიდევ 1950 წელს, საბჭოთა კავშირის პირველი ინტერკონტინენტური ბალისტიკური იარაღის, ღ-7-ის გასატესტად შეიქმნა. მოგვიანებით, ეს ადგილი ბაიკონურის კოსმოდრომად გარდაიქმნა, საიდანაც 1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი, “სპუტნიკი” კოსმოსში გაუშვა. მოგვიანებით, სწორედ ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაფრინდა კოსმოსში პირველი ადამიანი, იური გაგარინი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ