დღე: 32

ღამე: 17

USD 2.8693

EUR 3.0991

BILD-მა საქართველო 2023 წლის 5 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა 21.03.2023 12:46

პოპულარული გერმანული გამოცემა BILD მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.


გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტები განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.


„საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის წელს  ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე 4 საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“, -წერს BILD საქართველოს შესახებ. სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებ.

 

BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. 

 

https://www.bild.de/bild-plus/ratgeber/2023/ratgeber/urlaub-2023-die-besten-angebote-mit-diesen-geheimtipps-83206098.bild.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ