დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს" 21.03.2023 17:40

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას მიერ POSTV-ის ერთ-ერთი წამყვანის შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილების საკითხს გამოეხმაურა. 


„ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს და თავისი გამბედაობით მაგალითს მისცემს. ოცნებას რაც შეეხება, გაიხრწნა, ნუღა ელოდებით მათგან ადეკვატურ კომენტარებს, მით უმეტეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.


ხომ ხედავთ ადამიანის დაცვის იდეით მოსული ხელისუფლება სადამდე მივიდა - 10 წლის თავზე მიიღო გამორჩეულად მძიმე ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტისგან, არც ერთი პოზიტიური შეფასებით არც ერთ სფეროში. უფრო დამძიმდება მდგომარეობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ