დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

,,თუ დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს''- პუტინი 21.03.2023 20:26

„რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს, თუ კოლექტიური დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის მუქარა ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ანაბელ გოლდის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ კიევში „ჩელენჯერ 2“-ის საბრძოლო ტანკების ესკადრილიის გაგზავნის გარდა, ლონდონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც ურანს შეიცავს.

ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ჭურვები აშშ-მა იუგოსლავიის დაბომბვისა და 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს გამოიყენა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ურანის მტვერი რადიოაქტიური, უკიდურესად ტოქსიკური და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ