დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან 22.03.2023 11:06

რუსეთ-უკრაინის ომის 392-ე დღე

 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაშვებული 21 უპილოტო საფრენი აპარატიდან 16 გაანადგურეს.

 

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო შეტევის მანიშნებელი განგაში იყო გამოცხადებული. მათ შორის კიევის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში.

 

უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ ბოლო 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის არმიის 114 შეტევის მოგერიება შეძლეს. რუსის ჯარისკაცების ძირითადი ძალისხმევა კვლავაც ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკისა და შახტიორსკისკენაა მიმართული.

 

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა მიიტანა, ასევე 90-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

 

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ექვს ადგილზე მიიტანეს იეირიში. ამასთან, უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო ორი X-59-ის რაკეტის ჩამოგდება, ასევე გაანადგურეს რუსეთის არმიის ერთი საწყობი, ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ერთი რადიოლოკაციური სადგური.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა.

 

„თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე. თუ უსაფრთხოდ არ არიან, უნდა გადაიყვანოთ უკრაინის უსაფრთხო ნაწილში. თუ ეს შეუძლებელია, ნეიტრალურ მესამე ქვეყანაში. რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის. უბრალოდ დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, მათ ხვდებიან უცნობები, რომლებიც მოულოდნელად მათი მშვილებლები ხდებიან. ბავშვები არ არიან საკუთრება და არც ომის ნადავლი“, - აღნიშნა ხანმა

 

მან განმარტა, რომ ჟენევის კონვენციების რომის წესდება მშვიდობიანი მოქალაქეების სხვა ქვეყანაში დეპორტაციას კრძალავს.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მათი როლის გამო.

 

"ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას, ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ღირსებას, თავისუფლებასა და ისტორიას," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში, საიდანაც „უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“.

 

„უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც გააოცა მსოფლიო - ეს ყველაფერი იქ დაიბადა : უკრაინის ჩრდილოეთის, უკრაინის აღმოსავლეთისა და უკრაინის სამხრეთის გმირულ ქალაქებში. გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათი არც ერთი წამით არ დაემორჩილა ოკუპანტს, მაშინაც კი, როცა ოკუპანტი მათ სახლებში მოვიდა. ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ისტორიას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ