დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებსა და Abrams-ის ტიპის ტანკებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს 22.03.2023 11:29

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს დაგეგემილზე ადრე გადასცემს.


ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განუცხადეს. განცხადება ოკლაჰომაში ფორტ სილის სამხედრო ბაზაზე გაკეთდა, სადაც მომზადებას 65 უკრაინელი სამხედრო გადის.


კურსის დასრულების შემდეგ უკრაინელ მეზენიტეებს ევროპაში გაგზავნიან, სადაც გაივლიან დამატებით მომზადებას, რის შემდეგაც შეძლებენ ამერიკული და ევროპული წარმოების Patriot-ის სისტემების მართვას.


ამერიკის სამხედრო უწყების წარმომადგენლების თქმით, პროცესის აჩქარება მოხერხდა იმის შედეგად, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე დაეუფლნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების მართვის ძირითად უნარებს.


ამავდროულად დაჩქარდება უკრაინაში Abrams-ის ტიპის საბრძოლო ტანკებისგაგზავნაც.


ტანკების გაგზავნის დაჩქარება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ უკრაინას თავდაპირველად გადაეცემა შედარებით ძველი M1-A1-ის ვარიანტის ტანკები.


ამრიგად, ტანკები უკრაინის შეიარაღებას უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეემატება და არა წერთი წლის შემდეგ, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ