დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მძიმე ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ავდეევკას ალყაში მოქცევის ოპერაცია ბიშტით დაუმთავრდა ურდოს" 22.03.2023 11:38

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაშ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"დასრულდა სის ვიზიტი მოსკოვში! სიმ ბოლოს პუს უთხრა: თავს გაუფრთხილდიო. კაი ამერიკელია ეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანიც. თეიქ ქეა, მაი ფრენდ. ბარეღამ გივ მი ფაივ დაემატებინა.

 

რო გავასერიოზულოთ, რო ჩარჩო შეთანხმებას მოეწერა ხელი ურთიერთობების გაღრმავების და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ! აქამდე ხო მიჰქონდა იეფობაში რუსული გაზი და ნაფთი პეკინს, ახლა რაც კი რამეს მოიპოვებ მიწიდან, ყველაფერს წავიღებო. მაგრამ ფასები? ხოო, ფასდაკლება აქვს ჩინეთს სერიოზული! 

 

პუტლერმა, რაც შეეძლო, უწმინდა ფეხსაცმელები: ჩემო ძვირფასო მეგობაროო, და ძმაო და რავი მე კიდე ჩემო მზეო და რა არ უძახა! საპასუხოდ სიმ, პატივცემულო პრეზიდენტოო (ეგეც ბევრია მაგ კრიმინალისთვის), იმედი მაქვს, მომავალ წელს არჩევნებში ხალხი ისევ დაგიჭერს მხარსო; ჩამოდით შენ და მიშუსტინი წელს როცა გინდათ, პეკინურ იხვს გაჭმევთო. ჰო, პუტინმა კიდევ ბრძენკაცი სის ხედვას სრულად ვიზიარებთ და საფუძვლადაც შეგვიძლია ავიღოთ მისი ძირითადი ელემენტები უკრაინასთან და დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, როცა ისინი მზად იქნებიან, მაგრამ ამის პირი არ უჩანთო! 

 

გაზსადენი სილა სიბირი-2 აშენდება მონღოლეთის გავლით და ყოველწლიური მიწოდება ავა 98 მილიარდ კუბურ მეტრზე. ასევე გათხევადებულ ბუნებრივ აირს შეისყიდის 100 მილიონ ტონას ჩინეთი, ნავთობის მოცულობები გაიზრდება მნიშვნელოვნადო. ჰაჰაჰაჰა! ამოწოვს ჩინეთი მუქთად მთელ ურდოს ნავთობ-გაზის მარაგებს, სანაცვლოდ კიდე ასე უტყაპუნებს მხარზე ხელს, პატივცემულო პრეზიდენტოო! 

 

მე დიდი ექსპერტი არ ვარ არც პუტინის და არც ზოგადად სხეულის ენის, მაგრამ არ ჩანდა მაინცდამაინც ბედნიერი პუ. პუ+სი ლავერების საყურადღებოდ, რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა 186 მილიარდ დოლარს შეადგენს, აშშ-ჩინეთის კი 800 მილიარდს უკაკუნებს. ანდერსთენდ? მოკლედ, იარაღის მიწოდებაზე ცხადია საუბარი ღიად არ იქნებოდა, მაგრამ დახურულ კარს მიღმაც არ მგონია, რომ დიდ დაპირებებს გამოვიდა სი. ისედაც წაიჭირეს ჩინური კომპანიები, რომ 12 მილიონი დოლარის დრონები მიაწოდა რუსეთს. მართლა მზესუმზირაა ეგ იმ ციფრებთან შედარებით, რაც ზემოთ მოვიყვანე. არ არის ახლა ჩინეთი იმ ფორმაში, რომ სასანქციო ომში შევიდეს ამერიკასთან და შესაბამისად მთელს დემოკრატიულ სამყაროსთან ერთი კრიმინალი პუსთვის. მისაღებს მიიღებს იორღად, ეგ არის და ეგ - თავი ბოლო მშრალი ულუფები მიაწოდოს ისევ ურდოსთვის! 

 

არადა პუტინმა პრესისთვის განცხადებების ნაწილში სცადა "ჩაეჩორთა", ახლა შემატყობინეს, ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის ბომბებს მიაწვდისო, კლავენ უკრაინელებს, კლავენო, ჰუმანურმა პუმ. რუსი სამხედრო ბლოგერებისავე განმარტებით, ეს ბომბები არის კოშმარი რუსული ტანკებისთვის, იმიტომ რომ აქვს მაღალი სიმჭიდროვე და მოხვედრისას ანადგურებს ჯავშანს. რადიოაქტივობა არის მინიმალური. შეიარაღებაზე აქვს თავად რუსეთსაც, არავითარი საერთაშორისო კონვენციები მის გამოყენებას არ კრძალავს. მოკლედ, გაატარა ეგ ამბავი სიმ, პუილო, მაიმუნობას მოეშვი, ვალუტა მიდისო! 

 

სულ სხვა სულისკვეთება იაპონიის პრემიერის კიშიდას კიევში ვიზიტის დროს! დიდი შვიდეულის თავმჯდომარე იაპონიის პრემიერმა მაისში დიდი შვიდეული სამიტზეც მიიწვია ზელენსკი ხიროსიმაში, 30 მილიონი დოლარის არალეტალური სამხედრო დახმარებაც ჩაუტანა და 470 მილიონის ეკონომიკური დახმარება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ეკონომიკის მხარდასაჭერად! ძალიან საინტერესოა, რომ კიევამდე კიშიდა ინდოეთის პრემიერ მოდის ესტუმრა და იქ დიდი 75 მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა დააანონსა ინდოეთ-წყნარ ოკეანიის რეგიონისთვის. ამაზე უკვე #რონდელისმსოფლიორადარით მოგიყვებით. მოკლედ, ავტორიტარენ ვერსუს ცივილიზაციონენ - დემოკრატიები მეიგებენ, გეუვნევით რაა!

 

ნატოს გენ მდივანმა სტოლტენბერგმა სის შეუთვალა მაგას ჯობია ზეს დაელაპარაკე და გეტყვის, სად იზამთრებენ კიბოები და რეალურად საიდან ხორციელდება თავდასხმაო!   

 

ვნახოთ, წესით სახლში რო ჩავა გენსეკი სი, დაურეკავს პრეზიდენტ ზეს! 

 

ამერიკელებმა ცხადია ბოლომდე მჟავა მოასხეს ჩინურ სამშვიდობო ხედვას, ჯარების გაყვანაზე ეგ არ ლაპარაკობს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და რაპონტში უნდა შეწყდეს ახლა საბრძოლო მოქმედებებიო! 

 

ამას ისიც დეედო ზემოდან, რომ პატრიოტების სისტემა უნფრო ადრე ჩავა უკრაინაში და აბრამსის ტანკების მიწოდებაც დაჩქარდება (მართალია უფრო ძველი მოდიფიკაციის წავა, მაგრამ ურდოს ეყოფა ჩასაქვესკნელებლად); 

 

ჩრდილოეთ მაკედონია ჰა და ჰა მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის მი-24 გადაცემის თაობაზე, კიდევ სუ-25-ებს მიაწვდის, ოღონდ დაშლილებში, სათადარიგო ნაწილებად. 

 

ჰო, ვიდრე ფრონტის ამბებზე გადავალ, სამხრეთ აფრიკაში ზაფხულში უნდა გაიმართოს ბრიქსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტი. ჰოდა, სამხრეთ აფრიკელებმა თქვეს, მივიღეთ ცნობად პუტლერის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და შესაბამისადაც ვიმოქმედებთო. ასევე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ითვალისწინებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას; ირლანდიამ გამოაცხადა, ეგ აქ მომსვლელი არაა, თორემ თუ გადმოდგა ფეხი, გავსკვანჩავთო, აბა რას ვიზამთო! ხედავთ, როგორ იკვეთება გლობალური ომის პარტიის კონტურებიიი. განა გაუფრთხილდებიან (არა)კაცის უდანაშაულობის პრეზუმფციას. მოვიდა მოვიდა მძიმე არომატები, სხვა თემაზე გადავიდე აჯობებს! ისე ერთსაც ვიტყვი და მორჩა: სტრასბურგში 33 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები არიან შეკრებილი და ცალკე რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მსჯელობენ! რუსეთში დასაჭერი კიდევ ბევრია! პუტინის დანაშაულების სია კი გრძელია! 

 

ამბები ფრონტიდან: მამაძაღლმა გირკინ-სტრელკოვმა სულ აიწყვიტა, ხმა გაიკმინდე პუტინ, ხმა ჩაიგდეოოო! ვციტირებ მართლა, არ ვიმპროვიზირებ! დაგვენგრა თავზე სარაია და ეგ არი და გაჩუმდი მაინცო რა! 

 

იქით კუხარკა პრიგოჟინია და მთლად ანტირუსულ პროპაგანდაში ჩაება, ბახმუტი კი არა, ბელგოროდის ოლქსაც წაიღებენ და მერე ჩვენთან სავაჭროდ გამოიყენებენო! გადირევა კაცი პირდაპირ რა! კუხარკამ და გირკინმა ჯობია ეს დღეები ჩაი ნაკლებად სვან! 

 

ფრონტებზე: მძიმე ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ავდეევკას ალყაში მოქცევის ოპერაცია ბიშტით დაუმთავრდა ურდოს! რუსი ბლოგერები სწერამენ, ტყუილია ყველაფერი, შორია ჯერ ავდეევკის ალყამდეო! 

 

ბახმუტია და მომარაგების ტრასებზე კონტროლი ჩვენებს უჭირავთ, ცენტრალურ ნაწილს ჩვენები სრულად აკონტროლებენ. აი სამხრეთ ნაწილში თვითმფრინავის მონუმენტის მიდამოებში მიდის მაგარი ბრძოლები და ჩრდილოეთ ნაწილში გვიტევენ მაგრად, მაგრამ არათუ აღებაზე/ან დატოვებაზე, ალყაზეც კი ლაპარაკი ზედმეტია! მაგრად დადგენ ჩვენები ბახმუტშიც და ავდეევკაშიც! 

 

ზაპოროჟიე-უჰლედარი-მარიინკა პოზიციური ბრძოლები! კრემინა-სვატოვო-კუპიანსკი ასევე მეტ-ნაკლებად პოზიციური ბრძოლები! 

 

გუშინ, სი დაემშვიდობა თუ არა პუს, ამ ახვრებმა ოდესას ესროლეს რაკეტები. ერთი მოხვედრა იყო. არ გაინტერესბთ რას მოხვდა? მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერს. 4 კაცია დაშავებული! კი აქვს ჯერ რაკეტებიც და დრონებიც, მაგრამ მაინც ხროტინებს ურდო, სულ ღაფავს და იცის, რომ გამანადგურებელი შეტევა მზადდება ჩვენების მხრიდან! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო წამებულო, გაიხარე 2023-ში!  პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება 2023-ში! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ