დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები ამერიკის საქმე არ არის" - სერგეი ლავროვი 22.03.2023 12:07

მოსკოვში რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატებულობა აშშ-ს საქმე არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 


„ეს მათი საქმე არ არის, არცერთი ამერიკელის“, - ასე უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა სი ძინპინის რუსეთში ვიზიტზე დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით დაუსვა.

 

მან დასძინა, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და ჩინეთის საქმეა.

 

ცნობისთვის, სი ძინპინმა მადლობა გადაუხადა პუტინს ტრადიციული მასპინძლობისა და თბილი დახვედრისთვის. მან მოლაპარაკებებს მეგობრული და პროდუქტიული უწოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ