დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს, საპასუხოდ დაბომბვის ბრძანება ისმის - ზელენსკი 22.03.2023 13:32

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება. 

 

ზელენსკის თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კრემლში ვინმე ცდილობს, მშვიდობაზე ჩამოაგდოს სიტყვა, ოკუპანტი ქვეყნის პასუხი უკრაინის დაბომბვის მორიგი ბრძანებაა. 

 

„20-ზე მეტი ირანული გამანადგურებელი დრონი, ასევე რაკეტები და მრავალი გასროლა და ეს მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში დაფიქსირებული რუსული ტერორია უკრაინის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვში ვინმე ვინმე სიტყვა „მშვიდობის“ გაგონებას ცდილობს, იქ მორიგ ბრძანებას გასცემენ დანაშაულებრივი დარტყმების თაობაზე“, - წერს ზელენსკი TWITTER-ზე.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიწასა თუ ჰაერში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებით ახლოვდება მშვიდობა, ხოლო რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის სანქციებით, ხელს შეუწყობს სტაბილურობის აღდგენას.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ