დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-თქო, მოგატყუებთ"- მამუკა მდინარაძე 22.03.2023 13:55

"ჩხუბი იყო. რომ გითხრათ ახლა, სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-თქო, მოგატყუებთ" -ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტსა და სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ორმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ და ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლეს.

„ჩხუბი იყო. რომ გითხრათ ახლა, სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-თქო, მოგატყუებთ. იყო ინციდენტი, უსიამოვნო. არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე გეტყვიან, ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება არ გაქვთ? – რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც. მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევაში კადრულობენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიშოროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ჯერ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი, შემდეგ კი იგივე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ