დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

2022 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთში გასვლითმა ვიზიტებმა პანდემიამდელ რიცხვს 49%-ით გადააჭარბა - PMCG 22.03.2023 14:10

2022 წელს საქართველოს რეზიდენტების გასვლითი ვიზიტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, 1.7 მილიონ ვიზიტს მიაღწია და პანდემიამდელი მაჩვენებლის 71% შეადგინა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

 

„2022 წელს გასული ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (54%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (14%).

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთში გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ რიცხვს 49%-ით გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2022 წლის III კვარტალში აღმოჩნდა, როდესაც ვიზიტების რაოდენობამ 143%-ით გადააჭარბა 2019 წლის III კვარტლის მაჩვენებელს.

 

2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.17 ღამით მეტია,“- ნათქვამია კვლევაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ