წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თბილისის „დინამომ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა სერბეთის „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:8 დაამარცხეს.
ქართულმა გუნდმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა დიდი უპირატესობა და საწყისი პერიოდი 4:0 მოიგო. პირველ რვაწუთეულში დუბლი შეასრულა დინამოელმა სტეფან პიეშივაცმა.
მეორე პერიოდიდან სერბებმა შეტევაში თამაში გამოასწორეს, მაგრამ მასპინძლების შეჩერება მაინც ვერ მოახერხეს.
„დინამომ“ შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge