დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ფრანგი ისტორიკოსი ქართველთა შესახებ 26.03.2023 11:05

"აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, ძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერს ჰყავს ურიცხვი მეომარი, ეს ერი შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული.
ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოალში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველებს თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ".
ჯაკ დე ვიტრე - "ფრანგი ისტორიკოსი" - 1180-1244 წ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ