დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ორასი ათასი ოქროს დინარი - ქრისტეს დატყვევებული ჯვრის სანაცვლოდ და სალადინის პასუხი 26.03.2023 11:08

კარგად ცნობილი ამბავია, რომ როცა ინგლისელებმა და ბიზანტიელებმა სალადინს ქრისტეს დატყვევებული ჯვრის დაბრუნება მოთხოვეს, სალადინმა უპასუხა, რომ ქართველთა მეფემ მას ამისთვის ორასი ათასი ოქროს დინარი შეაძლია, მაგრამ მაინც არ დათმო

ორასი ათასი ოქროს დინარი დაახლოებით არის 850 კილო ოქრო, თითქმის ერთი ტონა ოქრო. ძალიან უხეშად რომ ვიანგარიშოთ და დიანრში ოქროს შემცველობაც რომ რეალურზე მეტად შევამციროთ, მაინც მივიღებთ, რომ თამარმა სალადინს შესთავაზა ნახევარ ტონა ოქროზე მეტი ქრისტეს ჯვრის სანაცვლოდ ! ოქროს თანამედროვე ფასზე თუ გადავიანგარიშებთ, 40 მილიონ დოლარზე მეტი გამოვა

ვერცერთმა ევროპულმა ქვეყანამ ამდენის შეთავაზება სალადინისთვის ვერ შეძლო, ამაზე უკეთ ვერაფერი იმეტყველებს ,,ოქროს ხანის" საქართველოს შესაძლებლობებზე

შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მართალია თამარმა პირობა დადო, რომ თითქმის ერთ ტონა ოქროს გადაიხდიდა ჯვრის სანაცვლოდ, მაგრამ რეალურად ვერ შეძლებდა

1207-წელს ხლათში ივანე ათაბაგის დატყვევებისას მის გამოსახსნელად საქართველომ გაიღო 100. 000 დანარი, ანუ იმის ნახევარი, რასაც თამარი სალადინს პირდებოდა, თამარი მზად იყო ორჯერ მეტი გადაეხადა ქრისტეს ჯვრისთვის, ეს მაშინდელ საქართველოს შეეძლო

ვერც ბიზანტიამ და ვერ ევროპულმა ქვეყნებმა ამდენის შეთავაზება სალადინისთვის ვერ შეძლეს.

წყარო - ბექა ჭიჭინაძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ