დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს „თბილისის გრანდ სლემზე“ 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს 26.03.2023 20:47

ძიუდოში „თბილისის გრანდ სლემის“ ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი სპორტსმენი გადავიდა. მათ გუნდს 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოუტანეს.

 

მძიმე წონაში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გელა ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის თურქ მუნირ ერტუგს დაუპირისპირდა და ტიტული წარმატებით დაიცვა. ის „თბილისის გრანდ სლემის“ გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.

 

100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა, რომელმაც ქართველმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია.

 

90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული კარიერაში პირველად გახდა.

 

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ