დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია 28.03.2023 23:32

ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა!

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამის ატაცში ლევან ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამითაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავას მიერ მოპოვებული მედლებით სეზონი გახსნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ