დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე 04.04.2023 11:34

ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის და ასევე, პარტია „დროას“ წევრის, მარიკა მიქიაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსებს ეხმიანება, რომელთა თქმითაც, მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სტატუსის მიღება არ სურთ, რადგან ეს ავტორიტარიზმს გაამყარებს.

 

ექსპერტის თქმით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ დანგრეული, მიწასთან გასწორებული საქართველო ნახონ.

 

„აი ასეთი უჯიშო და უსისხლო ხალხია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება. არ მითხრათ, რომ ლომჯარიას დაბომბილი თბილისი არ ენატრება და რომ უკრაინელი ხალხის სიყვარულში ათენებენ და აღამებენ. ისინი ჩვენი, ჩვენი შვილების, ახლობლების, ნაცნობების, თუ უცნობების უბედურებაზე ოცნებობენ და ამ სიძულვილით არსებობენ.


სიძულვილია მათი საკვები და ჟანგბადი. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ დანგრეული, მიწასთან გასწორებული საქართველო ნახონ“, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ