დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო" 04.04.2023 13:39

პოლონელი, რუმინელი და ბულგარელი ფერმერები აღშფოთებულნი არიან უკრაინული მარცვლეულის უკონტროლო შეტანით: რადგან იმპორტირებული უკრაინული ბევრად იაფია ადგილობრივზე, მათ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა არ შეუძლიათ. ისინი გმობენ უკრანელთა მხრიდან გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აღმოსავლეთევროპელი ფერმერები უკრაინული იაფი ხორბლით დაზარალდნენ“ (ავტორი - კლარა გალტიე).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„აღმოსავლეთ ევროპის სოფლებში ადგილობრივი ფერმერები ბრაზობენ. პოლონეთში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები მიდის: ფერმერები იმ გზებზე, რომლებიც საზღვრებს კვეთენ, უკრაინულ სატვირთო ავტომანქანების მოძრაობას ხელს უშლიან.

 

„იმის ნაცვლად, რომ უკრაინული მარცვლეული აფრიკის ქვეყნებში წაიღონ - როგორც ამას პოლიტიკოსები დაგვპირდნენ - ის ჩვენს ქვეყანაში რჩება. ჩემს შემოსავლებზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედა სიმინდისა და ხორბლის დაბალმა ფასებმა - მე შარშან ტონა 340 ევროდ გავყიდე, ახლა კი 220 ევროა, ყველა ჩემმა ადრინდელმა კლიენტმა უკრაინული ხორბალი შეიძინა, მე კი ელევატორი ისევ სავსე მაქვს“, - ამბობს პოლონელი ფერმერი მარცინ მისიაკი, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს ცხოვრობს.

 

თითქმის იგივე სიტუაციაა რუმინეთში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და ბულგარეთში, სადაც უკრაინული ხორბალი რუმინეთიდან შედის.

 

ევროკომისია იძულებული გახდა, რომ „ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პროგრამის“ თანახმად,  პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთისათვის ზარალი აენაზღაურებინა - ნაწილობრივ მაინც. ბრიუსელში ვარშავას 29,5 მიონ ევროს მისცემს, ბუქარესტს 16,7 მილიონს, სოფიას კი 10,05 მილიონს. „მაგრამ ეს ფული ძალიან ცოტაა“, - თვლიან უკრაინული დემპინგით დაზარალებული ქვეყნები.

 

იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, კიევისადმი სოლიდარობა ძალიან ძვირი უჯდებათ. 2022 წლის მაისში ევროკავშირმა ერთი წლის ვადით გააუქმა საბაჟო გადასახადები (მოსაკრებლები) უკრაინული პროდუქციის იმპორტზე, რომ კიევს როგორმე დახმარებოდნენ - რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად უკრაინის შავი ზღვის ნავსადგურები ბლოკირებულნი აღმოჩნდნენ, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გადაიზიდებოდა. ამის გამო გლობალური სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგა, მარცვლეულის ბაზარი კი „ჭკუიდან გადავიდა“: ფასებმა სწრაფად მოიმატა. უკრაინამ და ევროკავშირმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს და პოლონეთისა და რუმინეთის რკინიგზებით ისარგებლეს. ამგვარი „სოლიდარობის დერეფნების“ მეშვეობით უკრაინამ საზღვარგარეთ 2022 წლის მოსავლიდან 25 მილიონი ტონა გაიტანა... მაგრამ უკრაინულმა პროდუქციამ მოულოდნელად ადგილობრივი მწარმოებლების პოზიციები დააზარალა.

 

„ევროკავშირმა ვერ გათვალა ის, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“, - განმარტავს სებასტიან აბისი, ფრანგული ანალიტიკური ცენტრის IRIS-ის მკვლევარი და ავტორი წიგნისა „მარცვლეულის გეოპოლიტიკა“.

 

ამის შედეგად, უკრაინელმა ოპერატორებმა, რომლებიც თავდაპირველად გაჰყვიროდნენ - „არიქა, დაგვეხმარეთ, აფრიკის ქვეყნები ჩვენი ხორბლის გარეშე რჩებიან, მათ შიმშილი ემუქრებათო“, ყველაფერი გააკეთეს, რომ მხოლოდ საკუთარი მოგება მიეღოთ: გააიაფეს დიდი რაოდენობით ხორბალი და ხელი გვარიანად მოითბეს. როგორ ჩანს, ველურ კონკურენციაში პრივილეგია მათ ევროკავშირმა მიანიჭა.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ