დღე: 32

ღამე: 17

USD 2.8693

EUR 3.0991

ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს 04.04.2023 20:03

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს.

გოფოძის განცხადებით პროკურატურაში კითხვები იმ სარემონტო სამუშაოების შესახებ დაუსვეს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში პანდემიის დროს ჩატარდა. 

„შეკითხვები შეეხებოდა პანდემიის დროს მიმდინარე კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი მიმდინარეობს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის რეაბილიტაციის მიზნით, შენობის დანგრევა დააანონსა. ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მუშაობის შეწყვეტის გარეშე მოხდეს.

მედიკოსები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც მოითხოვენ, რათა თავად მიაწოდონ არსებული ვითარების შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ