დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა 04.04.2023 20:53

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ეხმაურება.

„სამძიმარი.

ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ 2023 წლის 4 აპრილს, ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკ სიტის საოლქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა პალატაში, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია. ბატონებს – ჯო ბაიდენს, იან კელის და ადამ კინზინგერს, ქალბატონებს – ნენსი პელოსის, ჯინ შახინს და კელი დეგნანს, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი! ვგლოვობთ თქვენთან ერთად! ქედმოხრილი ქართველი უკუღმა მედასავლეთეები, შალიკოს ფანჩატურიდან. ქ.თბილისი. საქართველო. 4 აპრილი 2023 წელი“, - წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ