დღე: 23

ღამე: 10

USD 2.6709

EUR 2.8453

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა ჩატარდება 05.04.2023 10:37

 

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ახალგაზრდული ოლიმპიადის რეგიონალური ფინალი გაიმართება.

 

მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა (WRO) გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85  ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები.


მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა, რომლის  თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები, 8-დან 19 წლამდე, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, დაეხმაროს მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, ჩამოუყალიბოს და განუვითაროს მათ დამოუკიდებელი, კრეატიული, გამომგონებლური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება.


საქართველოში გამართული ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას როგორიცაა პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.


მსურველთათვის კონკურსზე რეგისტაცია 10 მაისამდე გრძელდება. რეგიონალური ფინალი ჩატარდება თბილისში 12-13 ივნისს. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით გაემგზავრებიან WRO-ს საერთაშორისო ფინალზე. ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე https://wro.ge/


საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია. 


გენერალური სპონსორები არიან თიბისი და საქართველოს უნივერსიტეტი.


თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

 

(R)


 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ