დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა 05.04.2023 18:51

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ვახო ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან, საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპნენ.  

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ორივე ქართველის გმირის ოჯახს უკვე შეატყობინეს. 

"მთავარი არხი" სწორედ ამ მიზეზით, ამ დრომდე არ ავრცელებდა ინფორმაციას ამ მძიმე ამბის შესახებ. 

ვრცელდება ცნობები დაკარგული და დაშავებული ქართველი სამხედროების შესახებაც. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ორ დაკარგულ მებრძოლზე. რაც შეეხება დაშავებულებს, არსებული ინფორმაციით, ისინი ფრონტის ხაზიდან უკვე ევაკუირებულები არიან და გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

ქუჩუკიანი გამოცდილი ჯარისკაცი იყო და სამხედრო მისიით, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში.

რუსულ აგრესიას უკრაინაში უკვე 40 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ