დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN 05.04.2023 19:28

კრემლს სამხედრო ძალასთან პრობლემები აქვს, მაგრამ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია, - ამის შესახებ CNN დასავლელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„[რუსეთმა] აღიარა, რომ მას სჭირდება კიდევ 400 000 ჯარისკაცი და ეს ეხება არა მხოლოდ კონფლიქტს [უკრაინაში], არამედ ახალ ფორმირებებს, რომლებიც განლაგდებიან NATO-სა და ფინეთის ახალ საზღვარზე“, - წერს CNN.

გამოცემა წერს, რომ აგრესორი არ ცდილობს მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყებას და უჭირს ხალხის მომზადება.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით,  რუსეთმა გაზარდა გაწვევის ხანგრძლივობა და გააფართოვა ასაკობრივი ზღვარი.

„შეუძლია თუ არა მოსახლეობას მობილიზაციის მორიგი ტალღის დაწყება და სურს თუ არა კრემლს შეამოწმოს მოსახლეობის მდგრადობა ამ საკითხის მიმართ, ამ დროისთვის გაურკვეველია, თუმცა ის ფაქტი, რომ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, იმაზე მიუთითებს, რომ მათ გარკვეული შიშები აქვთ.

 

ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული ქვედანაყოფები იწვრთნებოდნენ ბელარუსში, ასევე, ვნახეთ სხვა რუსული ლოკალიზებული ძალები, რომლებსაც პირდაპირ ფრონტზე უბიძგებდნენ ყოველგვარი წვრთნების გარეშე. მათ რეალური პრობლემები აქვთ სამხედროების გაწვრთნის კუთხით“, - აცხადებენ დასავლელი ოფიციალური პირები. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ