დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters 05.04.2023 19:39

უკრაინა ამზადებს 40 000 საშტურმო ბრიგადის მებრძოლს საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ბრიგადები გაძლიერებული იქნებიან ახალი დასავლური ტანკებით, საზღვარგარეთ წვრთნა გავლილი ათასობით ახალი ჯარისკაცით და რეგულარული არმიის ნაწილებთან ერთად იბრძოლებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ  აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი სამობილიზაციო პოტენციალი და ახალწვეულებს შორის არიან ქალებიც, სამხედრო გამოცდილების არ მქონე პირები, და, ასევე, ყოფილი პოლიციელები და სამხედროები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ