დღე: 6

ღამე: 2

USD

EUR

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა - The Washington Post 05.04.2023 20:21

„გასულ შაბათ-კვირას საუდის არაბეთის პრაგმატულმა გადაწყვეტილებამ, ნავთობის მოპოვების შემცირებისა და ფასების მატების შესახებ, მარტივი მესიჯი გაგზავნა: შეერთებული შტატები ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას სპარსეთის ყურეში ან ნავთობის ბაზარზე.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა“, - წერს გავლენიანი გამოცემა The Washington Post. ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი აღნიშნავს, რომ პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა კვირას OPEC-ის მწარმოებლებზე ზეწოლა მოახდინა, რათა შეემცირებინათ წარმოება დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით, რამაც გაზარდა ნედლი ნავთობის ფასი 6 პროცენტზე მეტით და დაახლოებით 85 დოლარამდე ბარელზე.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომელიც იბრძვის ინფლაციის შეკავებისა და რეცესიის თავიდან ასაცილებლად, საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება უსიამოვნო ნაბიჯია. “საუდის არაბეთი იცავს თავის ინტერესებს, ისევე როგორც შეერთებული შტატები. არცერთ ქვეყანას არ სურს ურთიერთობების გაწყვეტა, მაგრამ ლიდერები ორივე დედაქალაქიდან, გრძნობენ უპატივისმცემლობას“, - წერს სტატიის ავტორი.

ამის მიუხედავად, პარტნიორობა შენარჩუნებულია. ამას მოწმობს, ამ კვირაში CIA-ის დირექტორის, უილიამ ჯ. ბერნსის ვიზიტი საუდის არაბეთში. მან „განიხილა საერთო ინტერესები“ საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან და „გააძლიერა ჩვენი ვალდებულება სადაზვერვო თანამშრომლობის მიმართ, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ანტიტერორიზმი“, - უთხრა სტატიის ავტორს ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ