დღე: 23

ღამე: 10

USD 2.6709

EUR 2.8453

,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი 05.04.2023 23:10

თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს…” - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გადაცემა მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ ევროპას ვსაუბრობთ. მაგრამ ევროპაშიც ყველაფერი აბსოლუტურად საუკეთესო არ არის. ჩვენ საუკეთესო უნდა ავიღოთ და რაც არ მოგვწონს იმაზე უარი უნდა ვთქვათ.

საფრანგეთში და საბერძნეთში მაგალითად, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც მანქანებს წვავენ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს ისვრიან. მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის დამახასიათებელი... საერთოდ სახელმწიფო თავისი არსით არის დამსჯელი ორგანო. მას ჰყავს პოლიცია, ჯარი, სასამართლო, პროკურატურა და ის ისეთ რაღაცეებს, რომლებიც კანონის ფარგლებში ექცევა სჯის. აქედან გამომდინარე როდესაც ადამიანი ასეთ ქმედებას ჩადის, მან უნდა იცოდეს, რომ ეს იქნება დასჯადი. ამაზე ხელს არავინ გადაუსვამს... ამაზე რომ გააკეთოს ხელისუფლებამ რეაქცია გამოდის, რომ მომავალ მიტინგზე მოუწოდებს თითო კოქტეილი ყველამ ჩაიდოს ჯიბეში და ისე მოვიდეს“, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ