20:35 04.04.2016
ეს ეშმაკური ხერხი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კანი იდეალურ ფორმაში!

როგორ შევინარჩუნოთ სახისა და ტანის კანის ახალგაზრდობაკითხვა, რომელიც თითოეულ ადამიანს აწუხებს, რომელმაც 25 წელს გადააბიჯა. ამ პერიოდში უკვე შესამჩნევია კანის სიბერისა და ჭკნობის ნიშნები. დღითიდღე მიმიკური ნაოჭები სიღრმეს იძენს. თანამედროვე მედიცინა და ხალხური რეცეპტები ამტკიცებს, რომ კანის სინორჩის გახანგრძლივება შესაძლებელია. დღეს უამრავი მეთოდი არსებობს ამისთვის, ქირურგიული ჩარევისა და ძვირად ღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩათვლით. თუმცა, ძალისხმევის კლასიკური კომპლექსი უდავოდ ეფექტურია და დადებითად ზემოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

 

როგორ შევინარჩუნოთ კანის სინორჩე :

 

1. პირველ რიგში, უნდა დავძლიოთ სიზარმაცე და დავკავდეთ სპორტით.

 

 

2. მივაქციოთ ყურადღება კვების რაციონს.

 

 

3. შემდეგი ნაბიჯი ვიტამინების კომპლექსის მიღება გახლავთ. ასევე, ძალზე სასარგებლოა ხალხური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, მაგალითად, კვერცხის ცილისგან დამზადებული ნიღაბი.

 

 

4. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. გათავისუფლდით ნეგატივისგან, მიიღეთ სიცოცხლე, როგორც ფასდაუდებელი საჩუქარი და დატკბით ყოველი წამით!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge